პროგრამა


სსიპ მიხეილ ცერცვაძის  სახელობის სოფ. ზეღდულეთის საჯარო სკოლა

 VI-კლასი

წარმოგიდგენთ ღონისძიებას– „ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა“


დოდო კუთარაშვილი–

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო ქალწულო, იხსენ და


დაიცვენ შვილნი ჩემნი (სახელი) ქვეშე საფარველსა შენსა, ეგრეთვე ყოველნი


ყრმანი და ჩვილნი, ნათელღებულნი და სახელისა უქონელნი და წიაღთა შინა


დედისათა მყოფნი. დაიფარენ იგინი საფარველითა დედობისა შენისათა,


დაჰმარხე იგინი შიშსა შინა ღმრთისასა და მორჩილებასა მშობელთასა, ევედრე


უფალსა ჩემსა და ძესა შენსა, რათა მიანიჭოს მათ სარგებელი საცხოვრებლად.


ვავედრებ მათ დედობრივსა ზედამდგომელობასა შენსა, რამეთუ შენ ხარ



საღმრთო საფარველი მონათა შენთა, ამინ.

ლუკა ცერცვაძე–

შვილის ლოცვა მშობლებისთვის


უფალო და ღმერთო ჩემო იესუ ქრისტე! შეისმინე ლოცვაი ჩემი მშობელთა


ჩემთათვის. მიჰმადლე მათ ერთი ზრახვაი და სიყვარული ყოველთა დღეთა


ცხოვრებისა მათისათა. განამტკიცენ ხორცნი მათნი სიმრთელესა შინა, რაითა


გმსახურებდნენ შენ საქმეთა მიერ მოწყალებისა და სახარებისამიერისა


სახიერებისა. მასწავე მე მარადის მორჩილყოფად მშობელთა სიტყუასა,


განმარინე მე თვალთმაქცობისა და მზაკვარებისაგან მათ წინაშე და ნუ


დაგუაკლებ ჩუენ განმართლებასა საშინელსა შენსა სამსჯავროსა. ამინ.




3 მარტი დედის დღეა! – 2016 წ.


გიორგი მაჭარაშვილი–


მეგობრებო,


პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ხართ. გილოცავთ გაზაფხულის


დადგომას. მართალია ჯერ გაზაფხული მხოლოდ კალენდარზეა, მაგრამ მალე


დათბება და მზე და სითბო გულშიაც გადაინაცვლებს.


3 მარტი დედის დღეა!


მივულოცოთ და მოვეფეროთ ყველა დედას!


ხშირად ვამბობთ ხოლმე, ,,რად უნდა სიყვარულს დღე, თუ გიყვარს ყველა


დღე სიყვარულისაა,, ,,დედა ხომ ყოველდღე საყვარელია,,. მართალია, დედა


ყოვეთვის საყვარელია, მაგრამ, აბა ვაღიაროთ, რამდენი ასეთი დღე გავიდა,


რომ დედას არ მოვფერებივართ? რამდენი ხნის წინ ვუთხარით ბოლოს


დედას, რომ გვიყვარს და გვეამაყება?


ალბათ ბევრი დამეთანხმეთ, რომ დიდი ხანია ეს არ გაგიკეთებიათ. 3 მარტი კი


სწორედ ის დღეა, ის შანსია, როცა დედებს კიდევ ერთხელ ვაგრძნობინებთ იმ


დიდ სითბოს და სიყვარულს, რომელიც სწორედ მათ შექმნეს ჩვენში.


ყველა სულიერს დედამისი საუკეთესო ჰგონია. იცის რომ სხვებსაც ჰყავთ


კარგი დედები, მაგრამ მისი განსაკუთრებულია.


გამონაკლისი არც მე ვარ. თანაც მეჩვენება, რომ სუბიექტური არა ვარ. ყველა


ადამიანი გარკვეული მისიით იბადება. მგონია, რომ დედაჩემი სწორედ


დედობისთვის დაიბადა. არა უბრალოდ სიცოცხლის მოვლინებისთვის, არამედ


ზრუნვის, სითბოს, მეგობრობის, თავდადების და სიყვარულის ზღვის


გაზიარებისთვის.პირველ რიგში, დედაჩემს მივულოცავ ამ დღეს. შემდეგ


ვულოცავ ყველა დედას, მომავალს თუ უკვე გამხდარს. ჩვენს გვერდით


მყოფს თუ იმ ქვეყნიდან ჩვენზე მზრუნველს. მოხუცს, ახალგაზრდას..


გილოცავთ და ბედნიერ დედობას გისურვებთ!


გიორგი გოგიძე–


მოგესალმებით, გილოცავთ დედის დღეს, ქალთა დღეს , კიდევ ერთი


გაზაფხულის შემობრძანებას საქართველოში. გაზაფხულს ყოველთვის


ახალი სიცოცხლე მოაქვს დიდი იმედი, ახალი სითბო და რა თქმა


უნდასიყვარული. სიყვარული რომელმაც უნდა გადაგვარჩინოს...


დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,



დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,

შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.


ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს


შენ დამღეროდი „ნანას“, „მზე შინას“,


რამდენი ღამე არ გძინებია,


რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.


შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,


არ მშორდებოდი წუთით, საათით,


რომ სიარული გესწავლებინა


შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.


მე შენი წმინდა შუქი მეფინა,


შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,


რომ ლაპარაკი გესწავლებინა,


შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.


დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,


თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,


შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,


რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.


თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,


რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,


დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,


თმებში ჭაღარა შემოგპარვია.


როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,


შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,


შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად


ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.


ახლაც შენა ხარ ჩემი კანდელი,


სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,


შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,


ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.


შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,


თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,


სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა


და სიყვარული დავიმსახურე.


დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო,


დედავ - ცხოვრების დვრიტავ მაგარო,


ეს გული შენი გულით ხალისობს,


შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.


სიმღერა–„სანამ დედა გყავს ნუ გეშინია“


სანამ დედა გყავს,ნუ გეშინია!.mp4


მღერიან–ნანა, დოდო, ნინო, მარი, ნინო.


ნანა ცერცვაძე


დედის ლოცვა


ადამიანურ გრძნობათა შორის დედობრივ სიყვარულზე ძლიერი არც ერთი არ არის. სხვა


ყველა დანარჩენი გრძნობა წარმავალია. ყველაზე მძიმე განცდებსაც კი დრო ჰკურნავს,


მხოლოდ დედის გული არასოდეს ივიწყებს შვილებს. დედის ცხოვრების ყველა წუთი


შვილებზე ზრუნვით არის სავსე, მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი შვილებია. ის თავის


თავს მთალიანად მათ უძღვნის, მხოლოდ მათ ბედნიერებაზე ფიქრობს, საკუთარი


თავისთვის სულ მცირედიც არ ემეტება.


დედის გული შვილის ცხოვრების ყველა მოვლენას ეხმიანება - იქნება ეს მწუხარება თუ


სიხარული, ბედნიერი თუ უბედური ცვლილებები მის ცხოვრებაში. დედის ცრემლები


წმიდა და სულისშემძვრელია, ისევე, როგორც სიხარული, ვინაიდან ერთიც და მეორეც


სულის სიღრმიდან მოდის. დედის გული ურყევი სიყვარულის დაულევნელი წყაროა.


ნამდვილად ურყევია ეს სიყვარული, იმიტომ, რომ შვილების ურჩობაც და ბიწიერებაც კი


ვერაფერს აკლებს მას. სწორედ ამით არის ეს გრძნობა უპირატესი სხვა დანარჩენ მიწიერ


გრძნობებზე, რომლებსაც მუდმივად საპასუხო გრძნობებით შენარჩუნება სჭირდება.


დედა წუხს შვილების ცუდ საქციელსა, ცრემლებს ღვრის, მაგრამ ზურგს არ აქცევს მათ.


„უგუნური შვილი დედის სევდაა“ - ამბობს სოლომონ ბრძენი. რა ბევრია ამით ნათქვამი!


შვილის აკვანთან მჯდომი რომელი დედა არ ოცნებობს, რომ შვილი მისი სიხარული და


ნუგეში იყოს, რომ იგი ჭკუითა და ზნეობრივი სისუფთავით გამორჩეული ადამიანი


გაიზარდოს. ამის შემდეგ რა უნდა იყოს მისთვის უფრო მძიმე, ვიდრე იმის ყურება, თუ


როგორ იღუპება სულიერად ცოდვებსა და მანკიერებებში მისი შვილი. დედა ტირის


შვილის სულიერი სიკვდილის გამო და გულმდუღარედ შესთხოვს უფალს დააბრუნოს


იგი ჭეშმარიტების გზაზე, შეუნდოს ცოდვები და სისუსტეები. და ჩვენ ვიცით, რომ ეს


ცრემლენი და ლოცვა ამაოდ არ ჩაივლის.


გიორგი გოგიძე დ


 მხოლოდ ერთადერთს, დედას შეუძლია იცხოვროს შვილების ცხოვრებით, პასუხობდეს


მათი გულის ყოველ მოძრაობას, რადგან ქვეყნად არ არსებობს ჩვენთვის უფრო მეტად


ახლობელი არსება, ვიდრე დედა.ეს ბუნებრივიც არის. შვილი დედის გულის ქვეშ


ჩაისახება და დიდხანს ცხოვრობს მასთან ერთად ორგანულად. არავის ეგონოს, რომ ეს


ერთობლივი ცხოვრება წყდება შვილისაგან დედის გამოყოფის, ან თუნდაც შვილის


ბავშვობის ასაკიდან გამოსვლის შემდეგ. განა შეიძლება ამის შემდეგ დედის გულმა ვერ


იგრძნოს შვილის სულიერი თუ ფიზიკური გასაჭირი, ან არ გამოეხმაუროს მის


სიხარულს?! მისი ბედნიერება ხომ შვილის ბედნიერებაზეა დამოკიდებული.არავის


რჩევა არ არის დედის რჩევაზე უფრო გულწრფელი, ლოცვა - უფრო კეთილისმოქმედი და


ცრემლები - უფრო მისავალი შემოქმედთან, ვიდრე - დედისა.


მურაზი ცერცვაძე–


ეს გაზაფხულიც მოვიდა


და შემოგვცინა მარტმა,


მეცა მყავს დედა ლამაზი,


მეცა მაქვს ერთი ნატვრა...


რვა მარტს საჩუქრის გარეშე


რაღა ფასი აქვს, აბა?


ზოგი თუ ყვავილს დაეძებს,


ზოგი ყიდულობს კაბას.


მე კი სხვას ვნატრობ ამ დილას,



სხვა საჩუქარი მინდა,
რადგან ერთია დედისთვის -

კარგიც, ლამაზიც, წმინდაც...


ვიყო, როგორიც დედას სურს,


ჩემი იმედი ჰქონდეს!


სხვა საჩუქარი რა არის,


ამ საჩუქარს რომ სჯობდეს.


ნინო ჯარმელაშვილი–


დედა ჰქვია დედაციხეს,


დედაქალაქს, დედამიწას,


დედაბოძს თუ დედაენას


დედის ძალა დედამ მისცა!


დედა უძღვის წინ ყველაფერს,


ჩვენს სალოცავს, ჩვენს საფიცარს...


რადგან ძალა დედამ მისცა,


დედა იცავს დედამიწას!


ნოდარი მარღიშვილი–


წყაროს წკრიალი რომ მესმის,


გულს რომ აცოცხლებს ცივ-ცივი,


ეს დედაჩემის ხმა არის


და დედაჩემის სიცილი!


მაღლობზე ტყე რომ შრიალებს


მთას მიქარგული არშიად,


დედას, საყვარელ დედილოს


თითქოს თმა ქარში გაშლია!


მთების მხურვალე კალთებიც


დედის კალთაა ნამდვილად,


მთაზე რომ თეთრი ნისლია,


დედამ უბოძა მანდილად!


ასეა ჩემი სამშობლო


მიწის ყოველი მტკაველი,


დედის მკერდივით თბილია,


ტკბილია ჩემი მთა-ველი!


მალხაზი ქერდიყოშვილი–




დედის ხმაზე უფრო ტკბილი,


ხმა არც მწამს, არც მეგულება;


დედის გულზე უფრო ცხელი,


გული არსად მეგულება;


დედის სულზე უფრო სუფთა


სული არსად მეგულება;


დედის თვალზე უფრო


სათნო,


თვალი არსად მეგულება.


დედა არის სიყვარული,


სიცოცხლე და ერთგულება!.




ანი ბერიანიძე–


 დედას ყველგან რომ იფიცებ,


დედა შენ გენაცვალოს...


საქართველოს სიყვარული


სხვამ ვინ უნდა გასწავლოს?!


დედა - ქვეყნის მზე არი და


მტრისთვის კიდევ - ლახვარი,


დედა არა? - საქართველო


იქნებოდა გამქრალი!


საქართველო ერთია


გრემია თუ არმაზი,


ლურჯი მთა თუ მდელოა,


ყველაფერზე ლამაზი


ჩემი საქართველოა!


მისი მწვანე ფერდობის


გული - ერთი ბელტია...


ჩემი ერთადერთობით


საქართველოც ერთია!


ნანა ცერცვაძე–


დედა!


სიკეთის წყაროა დედა!


დედა ლექსია ალალად თქმული.


დედის თვალებში მზის ღიმილს ვხედავთ,


დედის მკერდში ძგერს სამშობლოს გული.


დედა! 


ვიტყვით და გულში ინათებს,


დედის სახელი მზით ნაქარგია.


დედა -


სინათლე,


დედა -


სიმართლე,


დედა -


ყოველი, რაც კი კარგია!


დედა! - 


მჩქეფარე გული და თვალი,


ზრუნვით რომ დასცქერს ცხოვრების დუღილს.


მოხუცი დედის ხელები მჭკნარი


შვილს მთელი ქვეყნის სიცოცხლედ უღირს.


დედა! -


მამულის დროშის მკერავი,


დედა ზრუნვაა,


დედა - ფერება.


ისეთი ლექსი ვერ ვთქვით ვერავინ,


დედას რომ მართლაც შეეფერება!


დედის გული ხომ ზღვაზე ვრცელია,


შვილისთვის დნება, როგორც სანთელი,


წყაროზე წმინდა დედის ცრემლია,


დედის ღიმილი - მზეზე ნათელი!


ეს ორი სიტყვა - 


დედა, აკვანი


არის სიმბოლო ერის ბედისა.


დედა ვადიდოთ,


მას ვცეთ თაყვანი,


ეს სადღეგრძელოც იყოს დედისა!


დედა!


სიცოცხლის წყაროა დედა!


დედა!


ლექსია ალალად თქმული.


დედის თვალებში მზის ღიმილს ვხედავთ,


დედის მკერდში ძგერს სამშობლოს გული.


დედა! -


მუდამჟამ გასახარელი,


შვილებს ალერსით გვათბობს, გვანაზებს,


დედაზე ტკბილი და საყვარელი


არაფერია ამ ქვეყანაზე!


მარი ალავერდაშვილი–


მე და დედა რატომ ვართ


მეგობრები, არ იცით?


იმიტომ, რომ ერთმანეთს


ვეხმარებით ხალისით.


შველა მინდა? - მიშველის.


არც მე ვყავარ ურგები,


ავიფარებ წინსაფარს,


მხარში ამოვუდგები.


შველა უნდა? - ვუშველი,


მოვუჯდები სუფრაზე


და დედიკოს ნახელავს


მადიანად ვუფასებ...


ლოყებგამოტენილი


ღლაპსა ვგავარ ასაფრენს!


ესეც მიხმარებაა -


არ ვუწუნებ არაფერს.


ჩემს დედიკოს ვუყვარვარ


თავის ორთავ თვალივით,


იმიტომაც შემარქვეს


დედის გულის ყვავილი.


გიგა თათრიშვილი–


ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა


უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;


დედის ნანასთან ქვითინი მთისა


მას უმზადებდა მომავალ გმირსა...


გაჰქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა,


კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა


სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,


თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.


მითხარ, სადღაა მამაპაპური


მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური,


სახელისათვის ამაყი თრთოლა,


მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?


მას ნუღარ ვსტირით, რაც დამარხულა,


რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა;


მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი...


ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,


ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,


ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს...


აქ არის, დედავ, შენი მაღალი


დანიშნულება და საღმრთო ვალი!


აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,


საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას,


შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,


ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, -


რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს


და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს...


მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,


და მოგვცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურს.


დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:


ისე აღზარდე შენ შვილის სული,


რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,


უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.


ნინო ცერცვაძე–


ვინ დამბადა ასე ფლიდი,


ასე წყნარი, ასე დიდი,


ასე ცუდი, ასე კარგი,


ვინ მასწავლა ასი დარგი?


ვინ აბრალებს ძუძუს წყევლას?


და, მიწუნებს ცოლად ყველას?


ვინ ჩამარტყამს თავში უროს


(ასე, ჩემთან სხვა ვერ ხუმრობს)?


ან, იმ ღამეს ვინ გამათბობს,


მე ჭაღარა რომ დამათოვს?


ვის დავუთმობ ზედმეტ სიტყვას...


ვერც ავუხსნი, როგორ მიყვარს.


ვინ იქნება მუდამ ახლოს,


მაშინაც კი, შორს თუ სახლობს?..


ვინ იქნება? - ვინ და დედა.


თორმეტ ივლისს დამებედა!


გიორგი ელიაშვილი–


დედაზე ტკბილი და საყვარელი,


ხომ არც არსებობს, არც არსებულა.


დედის შესადარ სიტყვას ვერ იტყვი,


არც ითქმება და არც ადრე თქმულა.


დედა-ეს სიტყვა,ყველაფერს უდრის


სიცოცხლეს,სითბოს, სიხარულს,მზესაც


და მის საშველად ცეცხლზეც, რომ დამწვან,


სიტყვას ხმამაღლა არ დავძრავ ერთსაც.


დედა,ეს არის ისეთი ძალა,


კაცმა ნათქვამი რომ დაგიმტკიცოს,


მას ყველაფერი დაეჯერება


მშობელი დედა რომ დაიფიცოს.


”სანამ დედა მყავს არ დავბერდები”


ასე ამბობენ,ასე მღერიან,


ადრე დაობლდე,ან გვიან თუნდაც,


დედას სიკვდილი არ უწერია.






ცეკვა–ქართულიქართული ცეკვა.mp4


ასრულებენ– დოდო კუთარაშვილი გიორგი ელიაშვილი




სკეჩი––„დედა შვილობა“


ნინო-ერთხელ დედა ძალიან გააბრაზა გიორგიმ.


მარი-დედა_წადი, მომშორდი, (ზურგი შეაქცია)


გიორგი_(თვისთვის)დედას არ ვყვარებივარ, - ოთახიდან ფეხაკრეფით გაიპარა.


კარგა ხანს იწრიალა ეზოში. რაკი დედა უკან არ გაეკიდა და თავისებურად არ


მოეფერა, 


დაამტკიცა, ნამდვილად არა ვყვარებივარო. ეზოდანაც შეუმჩნევლად


გაუჩინდარდა და სასოფლო გზას დაადგა.)


ნინო–


შემოხვდა ბერიკაცი!


მალხაზი-ბერიკაცი- სად მიდიხარ, კარგო ბიჭო?


გიორგი- დედამ სახლიდან გამომაგდო და უკეთესს ვეძებ.


მალხაზი-ბერიკაცი-


 შვილად აგიყვანდი, მაგრამ დედობას მაინც ვერ გაგიწევ და რაგაეწყობა.


ნინო-მიდის გიორგი, მიდის და შემოხვდა დედაბერი.


ნანა-დედაბერი- სად მიდიხარ, ლამაზო ბიჭო?


გიორგი- დედაჩემმა სახლიდან გამომაგდო და დედაზე უკეთესს ვეძებ.


ნანა-დედაბერი-


 შვილად აგიყვანდი, მაგრამ რაკი დედას გამოჰქცევიხარ, ჩემთანაცარ გაჩერდები.


მაკა-დედაბერმაც გზა მისცა. მივიდა მდინარის ნაპირას, იქ ვიღაც ტიტლიკანა ბიჭი


ჩხირკედელაობდა. გიორგის დანახვაზე ფეხზე ადგა და მისკენ წამოვიდა.


გიგა-ბიჭი- ვინა ხარ და საით გაგიწევია?


გიორგი- დედამ შინიდან გამომაგდო და დედაზე უკეთესს ვეძებ.


გიგა- დედა რა არის?


გიორგი- დედა ის არის, ვინც გაგაჩინა.


გიგა- მე რომ არ ვიცი, ვინ გამაჩინა!?.


გიორგი- როგორ არ იცი, როცა წაიქცევი, ვინ წამოგაყენებს და დაგაჩუმებს ხოლმე?


გიგა- არავინ არ წამომაყენებს ხოლმე. მე თვითონა ვდგები და ვჩუმდები.


გიორგი- საჭმელს ვინ გიმზადებს?


გიგა– საჭმელი ხეებს ასხია. პანტა-


მაჟალოთი გავდივარ იოლას. ზოგჯერ კენკრასაცვშოულობ.


გიორგი– ჩაის ვინ გიდუღებს და გასმევს?


გიგა– ჩაი არც გამიგია, წყალსა ვსვამ.


გიორგი- მაშ არ იცი, დედა რა არის და შვილი რა არის?


გიგა- არ ვიცი. ოღონდაც გამაგებინე და ყველაფერში დაგეხმარები.


გიორგი–(ჩაფიქრებული) წაგიყვანდი, გაჩვენებდი, მაგრამ მე შინიდან გამომაგდო და


შენ რას გიზამს?


გიგა– მაინც მაჩვენე და თუ არ მომეწონება, ისევ აქ წამოვიდეთო. აი, ეს მდინარე


მთლიანად ჩემია. ხან ასე ვიხტუნოთ და ხანაც ისე, აქ ვიცხოვროთ და კენკრა ვჭამოთ.


გიორგი–კარგი აზრია, აი ჩემი პერანგი ჩაიცვი ასე სირცხვილია, წამოდი და დედას


გაჩვენებ.(მიდიან)


ნინო–შემოხვდათ დედაბერი.


ნანა- ბიჭს ბიჭი მიმატებია და ორი შვილი გამხდომია.


გიორგი– ცოტა მომიცადე. ამ პატარა ბიჭმა დედა არ იცის, რა არის. უნდა ვაჩვენო დამე


რე მოგივალთ.


ნანა- რაკი დედასთან მიდიხართ, თქვენთან რა ხელი მაქვს?!


ნინო-შემოხვდათ ბერიკაცი.


მალხაზი- მშრომელს მშრომელი მიმატებია და უღელი გამხდომია ახლა რაღა მიჭირს


გიორგი–ჯერ  ეს ბიჭი დედაჩემთან უნდა წავიყვანო და თუ დედაჩემი არ მოეწონა,შენ


თან მოვალთ


მალხაზი- რაკი დედასთან მიდიხართ, რა გაეწყობა?!


ნინო-ბიჭები სოფლის გზას გაუდგნენ.


იარეს, იარეს და... ეზოში რომ შევიდნენ, (დედა კიბეზე ზის  და მწარედ მტირის )


გიორგი- აგერ, დედა რა არისო, -


ნინო–(დედამ გაიგო შვილის ხმა. წამოხტა, ეცა და გულში ჩაიკრა. ხან ტიროდა და ხანი


ცინოდა. ჰკოცნიდა და ეხვეოდა. შვილის ალერსით რომ გული იჯერა, მაშინღა შენიშნა


უცხო ბიჭი.)-  გიორგი-ეს კარგი ბიჭი საიდან მოიყვანე?


გიორგი- დედა არა ჰყავს და შენთან წამოვიყვანე.


(დედა ბიჭს მოეხვიაJ


მარი– უი, შვილო, რა ცოდო ხარ, რომ დედა არა გყოლია... შენ გენაცვალე და შენი


ჭირიმე, დარჩი ჩემთან და ჩემი შვილის ძმა იყავი, ძმა მაინც არა ჰყავს.



გიგა_ მართლა დამტოვებ შენთან? მართლა?
(პატარა ბიჭი სიხარულისაგან ატირდა.)

მარი– ნუ ტირი, შვილო!.. ნუ ტირი, შემოგევლე!.. დარჩი ჩემთან და აღარსად

წახვიდე! ლამაზ შარვალსაც შეგიკერავ და ჭრელ წინდებსაც მოგიქსოვ.

გიორგი-  დროა,არ წავიდეთ?! –

გიგა-

 მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი და შენ სადაც გაგიხარდება, იქ წაბრძანდიო.დედაზე კა

რგი ქვეყნად არაფერი ყოფილა, შენ კი ამას ვერ აფასებ.

ბავშვების სიმღერა პოპური

ანი-სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია,

სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი

შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი

მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში.

ნინო-დედაზე ტკბილი და საყვარელი,

ხომ არც არსებობს,არც არსებულა.

დედის შესადარ სიტყვას ვერ იტყვი,

არც ითქმება და არც ადრე თქმულა.

მარი-დედა-ეს სიტყვა,ყველაფერს უდრის

სიცოცხლეს,სითბოს,სიხრულს,მზესაც

და მის საშველად ცეცხლზეც,რომ დამწვან,

სიტყვას ხმამაღლა არ დავძრავ ერთსაც.

დედა,ეს არის ისეთი ძალა,

კაცმა ნათქვამი რომ დაგიმტკიცოს,

მას ყველაფერი დაეჯერება

მშობელი დედა რომ დაიფიცოს.

გიორგი–სანამ დედა მყავს არ დავბერდები”

ასე ამბობენ,ასე მღერიან,

ადრე დაობლდე,ან გვიან თუნდაც,

დედას სიკვდილი არ უწერია

ნანა- იყავი კარგი, რომ შეეძლოს მას შენით,ამაყობა, არ რცხვენოდეს გარეთ გასვლის

და ყველგან ამბობდეს რომ შენნაერი კარგი შვილი ყავს. შვილი დედასთვის ყველაზე

ძვირფასი განძია რომელიც მას ღმერთმა აჩუქა,ის ყოველთვის გაგიგებს და დაგიცავს

მიუხედავად შენი შეცდომებისა და არასწორი საქციელისა, შენ ხომ მისი გულის

ძგერის ერთ-ერთი მიზეზი ხარ.. ყველაზე კარგი,გამორჩეული, ლამაზი და ამასთანავე

სათნო ქალია დედაჩემთვის..ის ჩემთვის მთელი სამყაროს სუნთქვაა..

მარი

გიგა

ანი



ნინო ჯარმელაშვილი–

თუ გინდა, რომ არასოდეს

არ დაბერდეს დედა,

გაუღიმე, მიეფერე,

როცა დაღლილს ხედავ.

დედის გული შენზე ფიქრით,

ლოცვითაა სავსე.

თუ რაიმე გაგიჭირდა,

დედას უხმობ წამსვე.

უღალატო, უანგარო,

გიერთგულებს მარად,

თითქოს ყოფნას გიმსუბუქებს,

გაფრენს ჩიტის დარად.

ქვეყნად დედის გულის მსგავსი

ვერაფერი ნახო.

მხოლოდ კარგი იყავი რომ,

მადლი დაუფასო.

თუ გინდა, რომ არასოდეს

არ დაბერდეს დედა,

გაუღიმე, მიეფერე,

როცა დაღლილს ხედავ.

სიმღერა“დ ე დ ა“

ასრულებენ–ყველა

ლექსები

გიორგი გოგიძე–

ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს,

ვერ დაიოკებს ცრემლებს ჟინიანს,

ნუ შეგაშინებს უძირო ღამეც,

ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია.

თუ გაგიხუნებს მეწყერი ფერებს

და ზამთრის სუსხი მხრებზე დაგათოვს,

გულს ნუ გაიტეხ, რა ვუყოთ მერე,

დედის გული და კალთა გაგათბობს.

ნუ შეგაშინებს მეხი იერით,

მეხი უფესვო ხეებს ერევა,

ვიდრე დედა გყავს, შენ ხარ ძლიერი,

ვიდრე დედა გყავს, ვინ მოგერევა.

ჭირთა თმენა და დიდი იმედი,

დედა სიცოცხლის თვალისჩინია,

ვიდრე დედა გყავს, ხარ ბედნიერი,

ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია.

მალხაზი ქერდიყოშვილი–

მადლობა, დედი, რომ ასე მშვიდი,

რომ ასე თბილი დღეებით მზარდე,

მე ახლა უკვე შენს მკერდს ავცილდი

და ასე, ვფიქრობ, ავაღწევ ცამდე,

მაგრამ რაც უნდა ვიარო აღმა,

მე ერთი რწმენა ვატარო უნდა:

დედილო, როგორც წინათ და ახლაც,

ჩემზე მაღალი იქნები მუდამ.

ნინო ჯარმელაშვილი–

პირველი საოცრება, დედაჩემო,

გულია შენიორე საოცრება - სითბოა შენი. 

მესამე საოცრება - 

შენი ღიმილია, 

მეოთხე საოცრება - ცრემლია შენი.

მეხუთე საოცრება - რწმენაა. 

მეექვსე საოცრება - ლოცვააა... 

მეშვიდე საოცრება - 

სულია შენი!

ტატო ამირიძე–

ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა

ავსა და კარგსა კაცისას როდი ივიწყებს ქვეყანა.

თვით უპატრონეთ თავის თავს, ნუ იმედოვნებთ სხვებზედა.

ნეტავი იმას, ვისაც კი მადლიერი ჰყავს ქვეყანა!


იმედი ბევრად სჯობია უაზრო ბედისწერასა.
სლაიდ–შოუ
გიორგი–„სამშობლოსათვის თავდადებული გმირების“ უკვდავი ხსოვნა და მათი

დედების მიმართ თანაგრძნობა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, ძნელია თვალი

გაუსწორო სიმწრისაგან თუჩებმოკუმულ დედას. მოვეფერები და ვულოცავ მათ „დედის

დღეს“.

ღიმილის ბიჭი ვიყავი,

ბეჭზედ არწივი მეხატა, 

ცხრამეტი წლისა შევსრულდი, 

ოცი არ გადამეხადა,

სამშობლოს დროშა მეჭირა, 

მტერს ვეცემოდი მეხადა!

ვისაც უნდოდა, ქართველი 

რომ გამხდარიყო ხიზანი,

დავკარი, ვიყავ მართალი, 

ვით ჩემი ტყვიის მიზანი... 

ნუ დაიდარდებ, დედაო, 

მწარე სიკვდილის სევდასა.

დღეო, გადიდდი, გადიდდი, 

შვილი ეყრება დედასა!

არ დაიდარდო, დედაო, 

რაც მე სიკვდილით გაწყინე; 

მე შენი ძუძუს ნათელი 

საქვეყნოდ გამოვაბრწყინე.

მე გაგიხუნე ლეჩაქი, 

მაგრამ დაგხურე შუქური, 

სამშობლოსათვის დავთხიე 

სისხლ-ცვარი სიჭაბუკური. 

მე არ დამკარგავს სამშობლო, 

სულ ვეხსომები ლევანი, 

სანამდის საქართველოში 

იწურებოდეს მტევანი...

ცხრა ძმათ მეათედ მიმიღეს, 

პირზე მაყარეს ვარდები, 

დაჭრილს, დამძრალს და გზადაღლილს 

დამხურეს მუზარადები. 

თუ გაუჭირდა სამშობლოს, 

კვლავ ცეცხლით დავიდაგებით, 

ჩვენ გამოვამტვრევთ საფლავებს, 

ხმლით ქართლის მთებზე დავდგებით.

არ დაიდარდო, დედაო, 

ნუ მიეცემი სევდასა. 

დღეო, გადიდდი, გადიდდი, 

შვილი ეყრება დედასა!

ლუკა ცერცვაძე–

ცხრა ძე ჰყავდა, ცხრა ვაჟკაცი დედას,

მოკაზმული ხმლით და მუზარადით.

ქართლის დროშა დაულოცა მხედართ,

როს დაგვესხა მტერი მუხანათი.

შეჯირითდნენ გულადები ცეცხლში,

ჩაინერგეს მხოლოდ ვაჟკაცობა.

ამშვენებდათ საქართველოს ეშხი,

თვითეულმა ხმალი გააცოფა.

ერთი დაჭრეს და შეირხა დროშა...

დედა გაჩნდა, მკლავის ანაბარა,

მედროშე შვილს შეაშველა ლოცვა,

მომდევნო ძეს დროშა ჩააბარა.

დასძახოდა: არ შეირყეს ტარი,

საქართველოს ძუძუს გაწოვებდით.

მტერი სჩეხეთ, შეაჩერეთ ქარი! -

ვით სამრეკლო, რეკდა სასოებით.

დასძახოდა, თმები განიძარცვა,

თავდადებით აქეზებდა მხედართ,

ცხრა მარჯვენა დროშამ გადინაცვლა,

დაუხრელად დაუბრუნდა დედას.

არ ცივდება დედის ხმა და სისხლი,

ქართლის ნისლით სახე დაებანა,

მწვერვალივით ამშვენებდა ნისლი,

მისი თმები წვიმას დაემგვანა.

ფეხშიშველი წინ უძღოდა ლაშქარს

ანთებული დედა ქეთევანი.

არკინებდა მამულისთვის მაშვრალს,

ბნელს აპობდა ქართლის სატევარი.

წამომდგარი ლეჩაქს წამოისვრის.

გორის ციხით ახლაც უხმობს მხედარს:

- მამულისთვის, ბრძოლა მამულისთვის! - 

ქარში რეკავს საქართველოს დედა.

გიორგი მაჭარაშვილი–

დიდება დედას,

ვინც გვაწოვებს სიმართლის ძუძუს,

ვისი მხრებითაც ბევრჯერ ლელო გატანილია,

ვინც უსახელოდ დაბადებულს 

თითო ბავშვს უძლურს

სამშობლოს უზრდის

რუსთაველად,

ვაჟად,

ილიად!
მე ვლოცავ იმ ქალს,

ვინც არ იცის,

რა არის შიში,

ვისი თვალებით

გვიქარწყლდება ეჭვი ყოველი,

ვინც სალოცავად საქართველო უბოძა

პირმშოს,

მარჯვენა მისცა

აღემართა სვეტიცხოველი!
დიდება დედებს,

ვინც ცრემლებით 

მიწა აავსო,

ძუძუ აწოვა

მკლავდაკუნთულ სამას არაგველს,

მადლობას ვუხდი

დიდ წინაპრებს,

შვილი სამასი

სამშობლო მიწის 

ჭრილობებს რომ წამლად დაადეს.
მადლი იმ დედებს,

უკვდავება ვინც გაინაღდა,

ვისი სახელიც 

ხალხის გულში

ჩუმად სანთელობს,

დიდება იმ ქალს,

ვინც რწმენისთვის

დაწვეს ჩირაღდნად,

ვისაც საფლავში

დღესაც სცივა უსაქართველოდ.
მე ვლოცავ დედებს,

ვინც ელოდნენ


დილას ხვალინდელს,
ვინც შვილის საფლავს

უცხო მიწის გზებზე ეძებდნენ,

ჩუმად იცრემლეს,

ამ ქვეყნიდან

ჩუმად წავიდნენ,

ფარაჯიანის სურათები დარჩათ კედლებზე!
დაიზრდებიან კვლავაც ალგეთს 

ლომის ბოკვრები,

და თუ მოგვიხმობს

საქართველოს მიწა ბებერი,

სამშობლო მიწის

დასახსნელად ისე მოვკვდებით,

ქართველი დედის სიამაყეს

როგორც შეჰფერის!

სიმღერა–„დ ე დ ი“დ ე დ ი.mp4


ასრულებენ–ყველა
ცეკვა–აჭარულიაჭარული).mp3

ასრულებენ–ანი–გიორგი, დოდო–ლუკა, ნინო–ტატო,


ნანა–გიორგი, ნინო–გიგა, მარი–მურაზი.
ბრძნული გამონათქვამები დედაზე


გიორგი
● მოკლულის დედას სძინავს, გასაჭირში მყოფის დედას ძილი არ ეკარება. არაბი

ჰამადანი

● ვნატრობდი უბრალო ხალათს, დედის ძვირფასი ხელით შეკერილს. ლადო ასათიანი

● ჰოი დედანო, მარად ნეტარნო! დიდება თქვენ და ტკბილსახსოვარნო; რა იქნებოდა

ჩვენთა დედათა სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ? ნიკოლოზ ბარათაშვილი

● დედის სიყვარულზე წმინდა და უანგარო ამქვეყნად არაფერია. ბესარიონ ბელინსკი

● დედის გული სასწაულების ამოუწურავი წყაროა. პიერ ჟან დე ბერანჟე

● დედამ სისხლში გადმომცა, მე საუნჯე ფარული: მას ფულით ვერ მოიხვეჭთ, თქვენ

კაცნი, განსწავლულნი. გოტფრიდ ავგუსტ ბიურგერი

● განსაცვიფრებელი ფაქტია, რომ გენიალური ადამიანების უმრავლესობას შესანიშნავი

დედები ჰყავდათ, რომ მათ დედებისაგან გაცილებით მეტი მიიღეს, ვიდრე მამებისაგან.

ჰენრი თომას ბოკ

● სანამ კაცს დედა ჰყავს, სულ ახალგაზრდად ითვლება. კონსტანტინე გამსახურდია

● საუკეთესო დედა ის არის, ვინც შვილებს მამის მაგივრობას გაუწევს, როცა ისინი

დაობლდებიან.

● მიწიერი ყოფიერების მარადიული მეტამორფოზა, შობა და აღზრდა, დაღუპვა და კვლავ

წარმოშობა – ესაა განუწყვეტელი და დაუღალავი ჯაფა დედებისა და თუ დედამიწაზე

ყველაფერი განახლებადი განაგრძობს არსებობას – უწინარეს ყოვლისა დედობრივი

საწყისი – გასაგები ხდება, რომ შემქმნელ ღვთაებას მივცეთ ქალთა სახე და ვუწოდოთ

საპატიო სახელი დედებისა. იოჰან ვოლფგანგ გოეთე

● ყოველივე მშვენიერი ადამიანში მზის სხივებისა და დედის რძისგანაა; აი, რა

გვმსჭვალავს ჩვენ სიცოცხლის სიყვარულით. მაქსიმ გორკი

● ბევრად სჯობია სიკვდილი მშობელი დედის წყენასა.


ანი

 ● შვილების მღერა რომ ესმის, დედის სიცოცხლე ტკბილია.
● ეგ, ხომ ჩემს საჩოხედ გინდა? ნაქსოვი დედის ხელითა არ გაიჭრების მახვილით, არ

● დედისა ხელით მოწვდილი, შხამიც რომ იყოს ტკბილია.

● ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა. ვაჟა-ფშაველა

● შვილი შვილია, მაგრამ დედისთვის რა ცეცხლი და ნავთია, ვინ იცის?

● დედები ყველაფერს პატიობენ შვილებს, თავის თავს კი – არა.

● თუ დედა გეძახის – გაიგონებ, დედის ძახილი ძალიან, ძალიან შორიდანაც ისმის, სულ

რომ არაფერი გესმოდეს, დედის ძახილს მაინც გაიგონებ, სულერთია რას გეძახის.

● შვილის ზრდისას ხელახლა იქმნება დედის თვალსაზრისი ადამიანის ავკარგიანობის

თაობაზე. და როცა მას სხვაგვარად ელაპარაკებიან ან სხვაგვარად უნდათ დააჯერონ –

ისმენს, რაკი თვითონ ერთია და სხვა ათასი, მაგრამ ისე ხედავს, როგორც შეუძლია

● დედა მარტო დედა არაა! ყველაფერია რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც

სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის.

● დედებს არ სიამოვნებთ თუ ბიჭები გოგოებზე სიტყვას ჩამოაგდებენ, მითუმეტეს – თუ

● ძუძუმიტოვებულ ბავშვს დედის უბე, მაინც მთელ ქვეყანას ურჩევნია.

● დრო ვერ კლავს დედას, ვერ გვავიწყებს. მის ასიათასჯერ ხელმონაკიდებ კედელ- ყურეს

რომ ვუბრუნდებით, სადაც ეხლა დედინაცვალია, დედა ცოცხლდება და კვდება,

● როცა მტრის იარაღს ხედავ, იმ წუთას დედის სახე გიდგება თვალწინ. იგი გიღიმის ან

ტირის. ეს მისი ჩვეულებრივი გამომეტყველებაა. ამ დროს უკანასკნელი ხმები ჩაგე- სმის,

თითქოს რაღაც ტყდება და ამით ყველაფერი მთავრდება – შენ უკვე აღარა ხარ. კამიკაძის

● დედანი ვერ მოიგონებენ ისეთს სამკაულს, რომ იმოდენად დაიმშვენონ თავი,

რამდენადაც სათნოება დაამშვენებთ. ნიკოლა ლებლანი

● დედა მუცლით ატარებს შვილს სულ ცხრა თვეს. დედა ხელით ატარებს შვილს ვიდრე

ფეხზე დადგება. დედა გულით ატარებს შვილს, შემდგომ, მთელი სიცოცხლე. ფრიდრიხ

● ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე ვის უხარია ყველაზე მეტად?! ყველაზე მეტად, თუკი

ივარგებ, – ვინ იამაყებს?! – მშობელი დედა. მუხრან მაჭავარიანი

● ისევ შენ, მშობელო დედაო, იმედად მიმყვები ჯარში, სურათი მოგეცა ნეტავი, ტყვია რას

● ჩვენი გვიყვარს ცოლიც, დაც, მამაც, მაგრამ უბედურებისას ვიგონებთ დედას. ნიკოლოზ

● შენ კი გოგონავ, მომე მარჯვენა და ყური მიგდე როგორც ქირომანტს: სიმამაცეა შვილის

გაჩენა, მაგრამ დედობა არის გმირობა. შოთა ნიშნიანიძე

● ქალწულობა ძვირფასია, მაგრამ უნდა გახდეს დედა; თორემ ქალი ემსგავსება ეკალს,

● ის, რასაც ადამიანის თვალი ვერ ამჩნევს – ესაა – როგორ თანდათან გვიბერდება დედა.

 ო, დედა კვნესის; მაგრამ ის კვნესა, წარსულის კვნესა, მხოლოდ მე მესმის!

 არ ვარ ობოლი, ამ ქვეყანაზე შენ მეგულები ნუგეშად სანამ... რა არის ტკბილი დედის

 მათს საფლავებს ვინმე ქვეყნად თუ იპოვის ნეტა? მაგრამ მაინც უცდის დედა... ო,

ქართველი დედა... ქალს პატარა დაჰყავს ხელით, ბავშვი ზრუნვით ზრდილი, მომავალის

დიდი სახე – შვილი – შვილი – შვილი. გალაკტიონ ტაბიძე

 ხუმრობით დედა შევისვი მხარზე, მაგრამ მეჩვენა ისე მსუბუქი, ცრემლმორეულმა

ძლივს გადავდგი სამი ნაბიჯი. ისაკავა ტაკუბოკუ

 ცივი ტკივილების დავიწყების, თბილი გაკვეთილები მახსენდება, – შენი ყოველდღიური

 ბოროტი შვილის დედასა, რა მოაშორებს სევდასა.

 დედა მოკვდა შვილისთვინა, შვილი თავის-თავისთვინა.

 დედამ ცოტ-ცოტა აცხო და მამამ დიდი-დიდი ყლაპაო.

 დედაჩემის გამომცხვარი კვერი ახალციხეს ჩამყვაო.

 დედ-მამა შვილისთვისო, შვილი – თავისთვისო.

 ფია-ფუა ყმაწვილსაო, დიდი ლუკმა – დედასაო.

 შვილმა რომ დედისთვის ხელისგულზე ერბო-კვერცხი შეიწვას, ამაგს მაინც ვერ

 ქალს რომ დედა მოუკვდება, ბედი მაშინ შეეკვრება.

ნანა 
 ასი მამა ერთ დედად არ ღირსო.

 დედის ხელებში ბავშვს რომ სძინავს, მარცვლისოდენა ემატებაო.

 დედა რომ სწყევსო, ძუძუ ჯვარს სწერსო.

 მამა ერთია, დედა – ორი.

 დედის ლოცვა უფსკრულიდან ამომიყვანსო.

 ჩიტს გაზაფხული ახარებს, ჩვილ ბავშვს – დედა.

 დედამ თქვა მოვკვდებიო, ქალმა გავთხოვდებიო, სახლი კი ნაგვით აივსოო.

 დედა ხელს მაგრა მოგიქნევს, დაგარტყამს მაგრამ არ გეტკინებაო.

 რაც ყველა დედას შიგ გულში ხვდება, ის მამას მხოლოდ მუხლამდე სწვდება.

 კარგი დედა შვილს არ ეკითხება, რამე ხომ არ გტკივაო?

 დედის წინ მორბენალ კვიცს მგელი შეჭამსო. ქართული ანდაზა

 წყაროს წკრიალი რომ მესმის, გულს რომ ახარებს ცივ-ცივი, ეს დედაჩემის ხმა არის და

დედაჩემის სიცილი. ალეკო შენგელია

 დედავ, ხატება არ დაგრჩა არსად, ჭაში ვიცქირო დამჩემდა სენი. შენ ხომ იდექი გვიმიან

ჭასთან, ეგებ შიგ ჩაგრჩა ხატება შენი. სიმონ ჩიქოვანი

 დედავ მშობელო, დედავ ტკბილო, ქართვლისა დედავ! მოგესალმები, ამბორს ვუყოფ

შენს ფეხთა მტვერსა! აქვსენტი ცაგარელი

 დედაც კაციაო, გვეუბნება ჩვენ ენა, და მამაცაო.

 დედის გული ზღვა არის სიყვარულისა; რომ უთხრა, შვილი რომ უკვდებოდეს, ორი

დღის სიცოცხლე კიდევ მიემატება შენს შვილსაო, ოღონდ სული საუკუნო ჯოჯო- ხეთს

უნდა მისცეო, დედა მაგასა იქს, შვილმა რომ ეს დედისთვის ქნას, დედა იწყენს.

 ტყუილად როდი ეძახიან მიწას “დედაო”, იგი გვაწოვებს ჩვენ ძუძუსა, და იმას

დავხარით დღე-და-ღამ, ჩვენი ჭირიც და ლხინიც ის არის.

 ქართველებისთვის “დედა” მარტო მშობელი არ არის, ქართველი თავის ენასაც “დედა

ენას” ეძახის, უფროსს ქალაქს – “დედა-ქალაქს”, მკვიდრს და დიდ ბოძს სახ- ლისასა –

“დედა-ბოძს”, უდიდეს და უმაგრეს ბურჯს – “დედა-ბურჯს”, სამთავრო აზრს – “დედა

აზრს”, გუთნის გამგებელ მამაკაცსაც კი – “გუთნისდედას”. რამდენად განდიდებულია

მნიშვნელობა დედისა, რამდენად გამრავალგვარებული, გაპატიოსნებული,

გაძლიერებული, გაღონიერებული და სიმკვიდრეც კი აღნიშნულია დედობით, ამაზე მეტი

პატივი რაღა უნდა მოუტანოს სახელმა! სიტყვა ქალი განა იმოდენს გვეტყვის რასაც

გვეუბნება “დედა” და ამასთან ერთად “კაცი”.

ამოსაბეჭდი

 ყოველგვარი სიყვარული – დედაშვილურია, თუ სხვაა, – მაინც ფრთხილია და მშიშარა.

 დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება! ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ წინ უძღოდეს

ჭეშმარიტება, უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.

 დედათა ჩვილი გული მამულისთვის მაგრდება. ილია ჭავჭავაძე

 ქალი მამას ქმარში გაცვლის, ცოლი ქვრივი სხვას გაჰყვება; მაგრამ დედას შვილის

ტრფობა სამარეში თან ჩაჰყვება. აკაკი წერეთელი

 დედის მეტს ჩემი სიკვდილი, არავის აატირებსა. სულ ყველას დავავიწყდები, ყველას

სხვა დაათირებსა, მე დედის გულში ვიქნები, ძილსაც ვერ დაიძინებსა.

 დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა, ამითა გვტანჯავს სოფელი,

სულ მუდამ გვაცოდვილებსა.

 ვინა სთქვა: “წილი არ უძე” – სულ დედა არ გვზრდის შვილებსა!?

 ზოგი ქალია წმინდანი, ზოგი ქალია დავარი, შვილის გაჩენას რა უნდა – შვილის გაზრდაა

მთავარი.

 თვალთა ტკივილი თაფლია, შვილთა დალევა შაქარი; დედის სიკვდილი კერაი –

ასაზიდებლად მაგარი.

 ცხენკარგის დედას დავნატრი – ლაშქარს წინასწარ წადგება! მერე თოფკარგის დედასა –

ერთის ნასროლით დარჩება, მემრე ცოლკარგის დედასა – ქმრის სწორთ ლამაზად

დახვდება.

  დედის ხელები ალერსიანობის განსახიერებაა. ბავშვებს ტკბილად სძინავთ ამ

ხელებზე.

 ქალი სუტია, მაგრამ დედაა ძლიერი. ვიქტორ ჰიუგ

ცუდად გაზრდილი შვილდის სირცხვილია, მამის წუხილი.

ცეკვა–მთლიულური

ასრულებენ–ანი–გიორგი, დოდო–ლუკა, ნინო–ტატო,

ნანა–გიორგი, ნინო–გიგა, მარი–მურაზი.

სიმღერა–„დედა“

ასრულებენ–ყველა

ლექსები;

დოდო

მარი


ნინო